|
2018-07-17 12:34:55, 1083 ნახვა
კომენტარი
კახიძე - როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატო-ში შევიდნენ, რუსეთმა ისტერიკა მოაწყო, მაგრამ ალიანსი ფართოვდება
„ისედაც ვიცით, რომ რუსეთისთვის ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია. ზუსტად იმიტომ გვინდა ალიანსში შესვლა, რომ მათი აგრესიისგან დაცულები ვიყოთ“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას. პუტინმა Fox news-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება. „პუტინის განცხადება სიურპრიზი არ არის, ჩვენ ისედაც ვიცით, რომ რუსეთის ფედერაციისთვის მიუღებელია ჩვენი ნატოში გაწევრიანება. ჩვენც ზუსტად იმიტომ გვინდა ალიანსში შესვლა, რომ ვიყოთ დაცულები მათი აგრესიისგან, რისი მსხვერპლიც არის ჩვენი ქვეყანა უკვე 200 წელზე მეტია. ისევე, როგორც ბალტიის ქვეყნებმა, უნდა მოვანგრიოთ და გავარღვით ეს მოჯადოებული წრე. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ასევე უკიდურესად წინააღმდეგი იყო რუსეთი თავის დროზე ჯერ ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლინეთის ნატოში გაწევრიანების, ხოლო როცა 2004 წელს ლიტვა, ლატვია და ესტონეთი შევიდნენ ნატოში, საერთოდ ისტერიკა ჰქონდათ მოწყობილი. დროთა განმავლობაში ნატო ფართოვდება, ეს ნაბიჯები იდგმება და აუცილებლად დადგება ის მომენტი, როცა ჩვენ გავხდებით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი“, - განაცხადა კახიძემ და დასძინა, რომ რუსეთთან ურთიერთობები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მოგვარდება. „სწორედ მაშინ მოგვარდება და დალაგდება ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან, როცა უკვე ჩათვლის, რომ ჩვენთან ვეღარ გაუვა რამე მოქმედება“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)