02:36 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 12:27:28, 832 ნახვა

საზოგადოება
ტყიბულში მეშახტეები შახტის დახურვას აპროტესტებენ

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტასთან, მეშახტეები საწარმოო პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ.

მეშახტეების განცხადებით, კომპანია "საქნახშირის" ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. აქციის მონაწილეების მოთხოვნით, ხელისუფლებამ მათ ალტერნატიული სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზოს.

 „ჩვენ მოვითხოვთ, რომ საგამოძიებო სამუშაოებთან ერთად შახტაში ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შემდგომაც გაგრძელდეს შახტაში უსაფრთხო შრომა. ან მეორე შეთავაზება მაქვს მთავრობისთვის, მაგრამ არამგონია შეასრულონ - შექმნან ალტერნატიული სამუშაო ადგილები ქალაქ ტყიბულში, ხალხმა აიღოს იგივე ხელფასი და მაშინ არ ვიქნებით წინააღმდეგი შახტებსაც თუ დააკონსერვებენ“, - განაცხადა მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირების თავჯდომარე გაგა ისაკაძემ.

ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა.როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მომხდარის გამო, შახტები დროებით დაიხურება. მისივე თქმით, ამ პერიოდში ყველა მეშახტეს ხელფასი აუნაზღაურდება. გარდა ამისა, ბახტაძის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა და საქართველოს ტერიტორიაზე ყველა არსებულ სახელმწიფო სტრუქტურის შენობაზე დროშები დაუშვეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics