02:36 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 11:36:48, 507 ნახვა

საზოგადოება
იტალიის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფმა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სერჯო მატარელა საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები: პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის, სამართალდაცვითი და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის შემდგომ და კიდევ უფრო გაღრმავებას.

იტალიის პრეზიდენტი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში სერჯო მატარელა საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმს დაესწრება. ასევე შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics