|
2018-07-16 19:22:26, 956 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პირისპირ შეხვედრა გამართეს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები: პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის, სამართალდაცვითი და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის შემდგომ და კიდევ უფრო გაღრმავებას. "დიდი სიხარულია ჩვენთის თქვენი ჩამობრძანება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან დიდი ტრაგედია მოხდა, მაგრამ ჩემი და ქართველი ხალხის გული სიყვარულითაა სავსე, რადგან ეს იტალიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში და თქვენ ჩამოხვედით საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. იტალიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის და მწუხარება გამოთქვა მეშახტეების დაღუპვის გამო. "სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაღუპვა ყოველთვის სამწუხაროა. იტალიელები გიცხადებთ სოლიდარობას", - განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა. ამასთან, პრეზიდენტებმა შეხვედრისას მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა განიხილეს და ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე. გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების სისტემატიური დარღვევის ფაქტების და არსებული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ. აღინიშნა, რომ წელს იტალია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ეუთოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და დევნილთა საკითხის შენარჩუნება საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობისაა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა სერჯო მატარელას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ძალიან აფასებს იტალიის მტკიცე მხარდაჭერას. გიორგი მარგველაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, პრეზიდენტ სერჯო მატარელას პირად როლს ამ თანამშრომლობის განვითარებაში. "ჩვენი შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული მეგობრული გარემოთი, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებზეც. თქვენი ვიზიტი საქართველოში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის. საქართველო და იტალია საერთო გამოწვევების წინაშე ვართ და საქართველო კვლავაც რჩება მნიშვნელოვან კონტრიბუტორად ჩვენი საერთო ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის უსაფრთხოებაში“,- განაცხადა მარგველაშვილმა. იტალიის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტს საქართველოში ხვალ დაასრულებს.
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)