2018-07-16 13:50:48, 685 ნახვა
საზოგადოება
მეშახტეების დაღუპვის გამო, იტალიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა
ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო, იტალიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება გაუქმდა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
„ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის გამო გაუქმდა იტალიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა. მომხდარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. გარდა ამისა, ბახტაძის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ავტორი: ,