|
2018-07-14 21:23:49, 689 ნახვა
კომენტარი
დავით ზალკალიანი: საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში მოწინავე ადგილი უკავია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე ყველა მოლოდინის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგი იქნა მიღწეული. როგორც მან პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, პირველად საქართველო-ნატოს ურთიეთობების ისტორიაში, სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე შედგა შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან. „მსგავსი პრეცედენტი ჩვენ არ გვქონია. შეხვედრის თემატიკა - თანამშრომლობა უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, მიუთითებს იმაზე, რომ ნატო საქართველოს აღიქვამს სწორედ რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში და ჩვენ ამ შეხვედრაზე საშუალება გვქონდა გვესაუბრა ნატოში ინტეგრაციის ყველა ძირითად მიმართულებაზე, ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული პროგრესის თვლასაზრისით, ასევე შავ ზღვაზე უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხით და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი სიტუაციაზე", - გნაცხადა მინისტრმა. დავით ზალკაილანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სამიტის ფარგლებში მიღებულ ნატო-საქართველოს დეკლარაციას, რაც უპერეცედენტოა, რადგან პირველად იქნა მიღებული ნატოს-საქართელოს კომისიის დეკლარაცია სახელმწიფოს მეთაურების დონეზე. „დოკუმენტი არის ვრცელი, მოცულობითი, შინაარსიანი, დატვირთული ყველა ძირითადი მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ მოწინავე პოზიციებზეა", - განაცხადა ზალკალიანმა. მან ყურადღება გაამახვილა სამიტის კონკრეტულ შედეგებზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში და ისაუბრა თანამსრომლობის იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რაც დაისახა სამიტის ფარგლებში. „დოკუმენტში საუბარია ისეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიც არის საზღვაო სარდლობებს შორის თანამშრომლობაზე და ლოჯისტიკურ სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე საქართველოს ჩართვაზე აბორდაჟის ოპერაციებში. ასვეე შავი საზღვაო ძალების წვრთნებში,საუბარია პორტებში ნატოს ხომალდების ვიზიტებზე, კონტრმობილობაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, შავი ზღვის საჰაერო და საზღვაო აკვატორიის მონიტორინგზე. ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია. ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით კიდევ ერთხელ არის გამყარებული ბუქარესტის სამიტის განცახდება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ასევე არის მინიშნება იმ კონკრეტულ პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და კონკრეტულად არის ჩამოთვლი საქართველო-ნატოს კომისია, ნატოს ერთობლივი პაკეტი და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან ერთად მნიშვნელოვანი ელემენტებია და ყველა თანხმდება რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, სამწუხაროდ არ არის გადაწყვეტილება ვადებთან დაკავშირებით თუ როდის მოხდება ეს, მაგრამ ფაქტია რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც დაკავშირებული არის წევრობასთან", - განაცახდა დავით ზალკალიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის დამტკიცება მიმდინარეობს.
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)