|
2018-07-14 20:41:33, 1729 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: საქართველოს წიაღისეულის ათვისების სტრატეგიას შევიმუშავებთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მიმდინარე წლის ბოლომდე წიაღისეულის ათვისების სტრატეგია ექნება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვისას, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ საქართველოს საკმარისი წიაღისეული აქვს, მაგრამ მისი ათვისების სტრატეგია არ გააჩნია. „ჩვენ ამჟამად აღნიშნული მიმართულებით ვმუშაობთ და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე მის მიღებას შეძლებთ. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი შემდეგ ძირითად კითხვებზე: 1. რა რესურსს ვვარაუდობთ რომ გვაქვს, თუ გავითვალისწინებთ იმ მონაცემებს, რომლებიც დღეს გაგვაჩნია; 2. რამდენი უნდა ჩავდოთ ჩვენ, მთავრობამ ბიუჯეტიდან ამ რესურსის შესწავლაში, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად გავანაწილოთ ლიცენზიები, ასევე გავყიდოთ ისინი აუქციონზე მაქსიმალურად მომგებიან ფასად როგორც მთავრობისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. 3. ასევე გასათვალისწინებელია ინფრასტრუქტურაც ტვირთების გადაზიდვებისთვის, რაც აუცილებელია წიაღისეული რესურსების ასათვისებლად", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)