19:55 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 18:32:38, 1051 ნახვა

სამართალი
20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი შსს-დან გაათავისუფლეს

20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი, მათ შორის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი, სამსახურიდან დაითხოვეს.

ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

„მოგეხსენებათ, გუშინ დეპუტატებმა დასვეს კითხვა ერთ-ერთ კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით, ეს გახლავთ კოკა კობალაძის ქეისი. ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან იმყოფებოდნენ პოლიციელები და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გუშინ და გუშინწინ გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად მართლაც დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი, რომლებმაც ვიზიტის ფაქტი დამალეს. ეს ფაქტი გუშინ იქნა დადგენილი გენერალური ინსპექციის ძიების შედეგად და იმის გამო, რომ მსგავსი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია სისტემისთვის, ჩვენ მივიღეთ დისციპლინარული დასჯის უმაღლესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი დათხოვნილი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან, რამეთუ მსგავსი საქციელის ჩამდენი ადამიანების ადგილი სამინისტროში არ არის“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საქმის მასალები პროკურატურას გადაეცა.

„გარდა ამისა, ყველა მასალა, რომელიც იქნა მოპოვებული გენერალური ინსპექციის მიერ, გადაეცა მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად ითანამშრომლებს გენერალურ პროკურორთან, თუ მსგავსი ფაქტი, რომელზეც კოკა კობალაძე მიუთითებს, დადასტურდება“, - დასძინა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics