10:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 20:08:27, 717 ნახვა

კომენტარი
ქობულია: გვინდა მოსახლეობის მეტი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში

„ჩვენ გვინდა მოსახლეობის მეტი ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში. ისინი უფრო მეტად უნდა დასაქმდნენ და მიიღონ შემოსავალი. ამდენად, ჩვენმხარი უნდა დავუჭიროთ მხოლოდ ზრდაზე ორიენტირებულ პროექტებს", - ამის განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ ახალი სამთავრობო გუნდის საპარლამენტო განხილვების დროს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საუბარია მრავალ ასპექტზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყობს ბიზნესისადა ეკონომიკის ზრდას, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოთა სტიმულირების მიმართულებით.

გიორგი ქობულიას განცხადებით, ახალი მთავრობაორიენტირებული იქნება არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე, არამედ უშუალოდ ამ ზრდის პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე.

„მე ჩართული ვიყავი მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე მსხვილ პროექტში, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების ზრდის პროგრამებისდანერგვასა და შემუშავებას შეეხებოდა. სავსებით შესაძლებელია, ასეთი პროექტებით საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება და ეფექტიანიგადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ გვინდა ქარხნები და აგროკომპლექსები საქართველოში სწორედ ინვესტორებმა ააშენონ და არა  მთავრობამ, რომელმაცმსგავს პროექტებს მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics