|
2018-07-13 17:02:08, 604 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანის შეფასებით ნატო-ს არეალში არსებული გამოწვევების ფონზე საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა
საქართველოს პარლმენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ მიმოიხილა ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შედეგები. დავით ზალკალიანის განცხადებით ნატო-ს არეალში არსებული სერიოზული გამოწვევების ფონზე, საქართველომ მოახერხა იმ მოლოდინების მიღწევა, რომლებიც ქვეყანას გააჩნდა სამიტთან მიმართებით. „მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სერიოზული გამოწვევები არსებობს ნატო-ს არეალში ჩვენ მოვახერხეთ, რომ ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა, არის მიღწეული. ჩვენი ერთ-ერთი მოლოდინი იყო, რომ საქართველო ყოფილიყო შესაბამისად წარმოდგენილი მაღალი დონის ფორმატებში. ამ მიმართულებით ჩვენ ჩავატარეთ ძალიან ინტენსიური მუშაობა ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან და შედეგი მიღწეულ იქნა. კიდევ ერთი, ჩვენი მოლოდინი დაკავშირებული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რათა ყოფილიყო ძალიან მკაფიო გზავნილები ამ მიმართულებით. ეს ტექსტიც მივიღეთ და თუკი შეადარებთ წინა სამიტზე მიღებულ ტექსტს, ასეთი მკაფიო და კონკრეტული ტექსტი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ჩვენ არ გვქონია" - აღნიშნა მინისტრმა. საგარეო უწყების ხელძღვანელის განცხადებით დეკლარაციაში ნატო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს ჯარები და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება. დავით ზალკალიანის თქმით დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ჯარები საქართველოში განლაგებულია საქართველოს ნებართვის გარეშე, რაც მისი შეფასებით სამართლებრივი კუთხით მნიშვნელოვანი დეფინიციაა. დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ასევე მიმოიხილა ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივი შეხვედრა, რაც მისი თქმით კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ნატო საქართველოს და უკრაინას აღიქვამს რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით აღნიშნულ სამიტზე ოთხი ფორმატიდან საქართველო ორში იყო წარმოდგენილი, მათ შორის ერთი ფორმატი ცალკე ეთმობოდა საქართველოს, ხოლო მეორე მტკიცე მხარდაჭერის მისიას. როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესახებ სახელმწიფო მეთაურთა დონეზე გამართულ შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს პრიორიტეტებსა და იმ კონტრიბუციას, რომელიც ქვეყანას გააჩნია გლობალური გამოწვევების, რადიკალიზმის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. „მოგეხსენებათ, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ ვართ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ამ მისიაში. ეს წვლილი არის მართლაც ძალიან დიდი, რაც არის დაფასებული ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, ისინი აღიარებენ ამ წვლილს და ეს ყველაფერი ასახულია იმ დეკლარაციაში, რომელიც მიღებულ იქნა ამ შეხვედრის შედეგად" - აღნიშნა მინისტრმა. დავით ზალკალიანის შეფასებით აღნიშნული დეკლარაცია უპრეცედენტოა და წარმოადგენს ვრცელ დოკუმენტს, რომელშიც ასახულია ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს პროგრესი, ასევე ეკონომიკისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები. „მოგახსენებთ, რომ არასდროს საქართველო-ნატო-ს ურთიერთობის ისტორიაში არ ყოფილა მიღებული დეკლარაცია სახელმწიფოს მეთაურების დონეზე. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის დაფუძნებული კონსესუსზე. ეს გახლავთ კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა", - აღნიშნა მინისტრმა. საგარეო უწყების ხელძღვანელის განმარტებით დეკლარაციაში რამდენიმე მიმართულებაა, რომელზეც საქართველოს მომავალში თანამშრომლობა ექნება ნატოელ პარტნიორებთან. მისი თქმით აღნიშნული მიმართულებები მოიცავს შავ ზღვაზე ინტენსიურ თანამშრომლობას, წვრთნებს საქართველოს ტერიტორიებზე, ასევე თანამშრომლობას კიბერ-უსაფრთხოების სფეროში.
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)