07:22 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 14:51:32, 635 ნახვა

კომენტარი
გახარია: უვიზო მიმოსვლაზე იმ შეკითხვებს, რომლებიც ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში ისმებოდა - კონკრეტულად გავეცით პასუხი

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ თავის საპარლამენტო გამოსვლაში აღნიშნა, რომ კრიმინალთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით ახორციელებს.

"ორიოდე სიტყვით მინდა მოგახსენოთ იმ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო 6 თვის განმავლობაში, როგორც ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ასევე, საერთაშორისო საპოლიციო ინსტიტუტებთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახდა ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ევროპოლთან ინფორმაციის გაცვლის დაცული და დახურული არხები  გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო ეფექტიანად ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში ეს არის ძალზედ პრინციპული და მნიშვნელოვანი კონტექსტი. ეფექტურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი, ჩვენ ამ ინსტიტუტს ვაძლიერებთ და ვაფართოებთ. ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა უვიზო რეჟიმის კონტექსტში, იმ შეკითხვებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში ისმებოდა, - თითოეულ ამ შეკითხვას კონკრეტულად გავეცით პასუხი. რა თქმა უნდა, არსებობდა რისკი თავშესაფრის მაძიებლებსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის გარკვეული კავშირის დამყარებისა და ჩვენ, პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით, ფაქტიურად ეს რისკები მოვხსენით“, - განაცხადა გახარიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics