00:50 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 17:05:44, 778 ნახვა

საზოგადოება
დაბა შუახევში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის საველე სამუშაოები მიმდინარეობს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში საველე ტექნიკურ სამუშაოებს დაბა შუახევში ახორციელებს.

ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში,   დაბა შუახევში მიწის ნაკვეთების აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები მიმდინარეობს,  ხდება მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოძიება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მქონე პირებისა და  უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ, ასევე მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირები ადგილზე იღებენ შესაბამის კონსულტაციებს.

ამ ეტაპისთვის, საველე სამუშაოები დაბა შუახევის 17 ბლოკში  დასრულებულია, 350 მიწის ნაკვეთზე განხორციელდა აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები და მოძებულია ინფორმაცია დაინტერესებული პირებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის შესახებ. სულ საპილოტო არეალი 132 ბლოკს მოიცავს,  რომლებშიც საველე ტექნიკური სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის  სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი  მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს. საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და წინასწარ შერჩეულ 12 არეალზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე,  მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს.  პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა;  მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის  თუ  სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ,  ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics