22:58 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 13:19:16, 665 ნახვა

საზოგადოება
ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ელექტრონული ჯანდაცვის კავშირის მესამე სამუშაო შეხვედრას დღეს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბათუმში უმასპინძლა.

შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. 

სამუშაო შეხვედრაზე დელეგატები პარტნიორ ქვეყნებში ჩატარებული ელ-ჯანდაცვის სისტემების კვლევის საბოლოო შედეგებს და კვლევის ექსპერტების რეკომენდაციებს გაეცნენ. ასევე, ერთმანეთს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ელ-ჯანდაცვის მიმართულებით ქყვეყნებში განხორციელებული პროგრესი გაუზიარეს. 

ელექტრონული ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა სამოქმედო გეგმა განაახლეს და  ევროკავშირში არსებული ელ-ჯანდაცვის პროექტებში პარტნიორი ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს.
ელექტრონული ჯანდაცვის კავშირი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში  ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების დელეგაციების, ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით 2016 წელს შეიქმნა. ელ-ჯანდაცვის კავშირის კურატორ ქვეყნად შერჩეული იქნა საქართველო, კერძოდ,  შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 

2017 წლის თებერვალში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე ელ-ჯანდაცვის კავშირის პროტოკოლი და სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ასევე მიიღეს გადაწყვეტილება,  ელექტრონული ჯანდაცვის სისტემების კვლევა პარტნიორობაში შემავალ ქვეყნებში ჩატარებულიყო, რომელიც  2017 წლის ზაფხულში განხორციელდა. კვლევის შედეგები რიგით  მეორე სამუშაო შეხვედრაზე 2017 წლის  სექტემბერში განიხილეს. 

სამუშაო შეხვედრაში  ევროკომისიის წარმომადგენლები, აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და ევროპელი ელექტრონული ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics