20:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 10:51:55, 821 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: ნატურალური რძის წარმოების ხელშეწყობისთვის საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობის უახლოეს სხდომას წარედგინება

ნატურალური რძის წარმოების ხელშეწყობისთვის საკანონმდებლო ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების სახით მთავრობის მომავალ უახლოეს სხდომას წარედგინება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შესახებ, რომელიც გულისხმობს ქართული წარმოების ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის სრულად განთავისუფლებას დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით. 

„ინიციატივა, რომელიც დღეს გაჟღერდა, უახლოეს მთავრობის სხდომაზე უკვე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებებით. აღნიშნული ინიციატივა გაზრდის მოთხოვნას ნატურალურ პროდუქტზე, ქართული წარმოების ნატურალური რძე და რძის ნაწარმი  უფრო მიმზიდველი გახდება მომხმარებლისათვის. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომპანიებისთვის, რომლებიც აღნიშნული საქმიანობით არიან დაკავებული, უფრო მიმზიდველი გახდება ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ.

მისი განცხადებით, უახლოეს პერიოდში, მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ, საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები პარლამენტს გადაეგზავნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics