14:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-12 09:01:02, 1550 ნახვა

პოლიტიკა
ბატიაშვილი, მაჭავარიანი, ქობულია - მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია.

კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიხეილ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა სამინისტროს ივანე მაჭავარიანი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გიორგი ქობულია.

დანარჩენ უწყებებში ხელმძღვანელის პოსტზე მოქმედი მინისტრები რჩებიან:

შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია;

თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი -  ლევან დავითაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ქობულია;

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics