|
2018-07-11 18:48:55, 1189 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი სამუშაო ვიზიტით დუბლინში იმყოფება
მიმდინარე წლის 9-11 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი სამუშაო ვიზიტით ირლანდიის რესპუბლიკაში, ქალაქ დუბლინში იმყოფებოდა. გაიმართა შეხვედრები ირლანდიის ვაჭრობის, დასაქმების, ბიზნესის, ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზისა და მონაცემთა დაცვის სახელმწიფო მინისტრთან, სააგენტოს „აწარმოე ირლანდიაში“ და ირლანდიის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორებთან. შეხვედრებზე ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ცოდნის/გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. „ჩვენ შეხვედრები გვქონდა ირლანდიის ინვესტიციების განვითარებისა და „აწარმოე ირლანდიაში“ სააგენტოების წარმომადგენლებთან და აღმასრულებელ დირექტორთან, რომელმაც დეტალურად გაგვიზიარა გამოცდილება, ის საინტერესო ფინანსური და ხელშეწყობის მექანიზემბი, რაც დღეს ირლანდიას აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს იმის გააზრება, რომ ჩვენ გვაქვს შანსი გავხდეთ სამაგალითო, წარმატებული ქვეყანა სხვა რეგიონის ქვეყნებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოცდილება და ის კონკრეტული, ხელშესახები რჩევები, რაც ჩვენ დღეს ირლანდიელი კოლეგებისგან მივიღეთ, სწორად იქნება მორგებული საქართველოს რეალობაზე და ძალიან მალე ჩვენ გვექნება კიდევ უფრო დახვეწილი პროგრამები და უფრო საინტერესო ბიზნეს-ეკო სისტემა, რომელშიც საშუალება გვექნება მოვიზიდოთ მსხვილი კომპანიები“-აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა შეხვედრების დასრულების შემდეგ. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა შეხვედრა გამართა პოტენციურ ირლანდიელ ინვესტორებთანაც. ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გამართულ პრეზენტაციას 30-მდე ბიზნესმენი დაესწრო, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა საქართველოში ბიზნესის განვითარების პოტენციალსა და საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)