2018-07-11 18:27:36, 791 ნახვა
პოლიტიკა
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ხვალ გახდება ცნობილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს.
როგორც მან აღნიშნა, იგი ბრიფინგს 10:00 საათზე გამართავს.
„დღეს ჩვენ უმრავლესობასთან გვექნება შეხვედრა და საბოლოო კონსლუტაციები მთავრობის წევრებთან დაკავშირებით და ხვალ, დილის 10:00 საათზე მე ჩავატარებ ბრიფინგს, სადაც უკვე წარმოვადგენ ჩვენს განახლებულ კაბინეტს 10 მინისტრის და 1 სახელმწიფო მინისტრის შემადგენლობით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ავტორი: ,