|
2018-07-11 14:37:51, 1249 ნახვა
ეკონომიკა
დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი 6,494.7 ტონა შეადგინა
დღეის ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 6,494.7 ტონა შეადგინა, რაც 4,761.9 ტონით (3.7-ჯერ) აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (2017 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული იყო მხოლოდ 1,732.7 ტონა ატამი და ვაშლატამა). ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (72.4%), სომხეთის რესპუბლიკაში (13.6%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (11.2%), ასევე, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება. ატმის საბითუმო ფასი 0.50-დან 1.00 ლარამდე მერყეობს. ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)