19:56 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 12:24:31, 672 ნახვა

სამართალი
წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესარჩევ კენჭსყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამასთან, წულუკიანი აცხადებს, რომ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს დაესწრება, თუმცა თავად კითხვებს არ დასვავს.

„არ ვაპირებ რომ კენჭისყრაში მივიღო მონაწილეობა იქიდან გამომდინარე, რომ რაიმე კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს აბსოლუტურად თავისუფლად ინდივიდუალურად ფარული კენჭისყრით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი გადაწყვეტილების მიღების საშუალება და საზოგადოებამ დაინახოს საბჭოს აზრი, რომელიც არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და არ იყოს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის  თავმჯდომარის პოზიცია გადამწყვეტი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატი უნდა შეარჩიოს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი შესთავაზა: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე. თუმცა, შალვა შავგულიძემ ცოტა ხნის წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics