|
2018-07-11 11:25:32, 602 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-ს სამიტი იწყება
დღეს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატო-ს რიგით 29-ე სამიტი გაიხსნება. სამიტში მონაწილეობას ალიანსის 29 წევრი ქვეყნის ლიდერი მიიღებს. ქვეყნების ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას ნატო-ს შეკავების პოლიტიკაზე, ასევე ტერორიზმთან ბრძოლასა და თავდაცვითი ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე. აღსანიშნავია, რომ სამიტის ფარგლებში შედგება მოლაპარაკებები ახალი ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მომავალში მაკედონია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე წევრი ქვეყანა გახდება. საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფახალაძე.
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)