12:46 - 26 Jul, 2026
|
2018-07-11 10:58:55, 734 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე ჯავშანსატანკო და საარტილერიო სწავლებები ჩატარდა
ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის „დანა“ ბატარეისა და ამავე ბრიგადის 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის საველე სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2-კვირიანი საველე სწავლება ჯავშანსატანკო ეკიპაჟების მომზადებას, ასევე საარტილერიო ქვედანაყოფის წვრთნასა და შეფასებას ითვალისწინებდა. საველე სწავლება საკვალიფიკაციო სროლებით დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს. II ქვეითი ბრიგადის საარტილერიო და ჯავშანსატანკო ქვედანაყოფები გეგმიურ საველე სწავლებებს მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შესანარჩუნებლად მომავალშიც გააგრძელებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)