|
2018-07-10 12:17:35, 699 ნახვა
სამართალი
მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 27 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტის დაფიქსირებისთანავე, მძღოლმა მორები საცხოვრებელი სახლის ეზოში დაცალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მოთხოვნას, რომელიც ეხებოდა ხე-ტყის წარმოშობისა და მისი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას, მოქალაქის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდგომაც, საჭირო გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების ადგილზე გამოძახება. მოქალაქის განმარტებით, 27 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორი, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოიპოვა. ხე-ტყის მოპოვების ადგილის დადგენის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მარტვილის სატყეო უბნის სალხინოს 24 -ე კვარტალი დაათვალიერეს, სადაც 34 ერთეული წიფლის და 1 ერთეული წაბლის სახეობის ხის უკანონო მოჭრის ფაქტი დაფიქსირდა, ასევე ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული 7 ერთეული წაბლის სახეობის მორი იყო განთავსებული. ამავე კვარტალში DT-მარკის ტრაქტორი ნახეს, რომელიც ხე-ტყის ბაქნამდე ჩამოსაზიდად გამოიყენებოდა“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. მათივე ცნობით, მიმდინარეობს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობისა და ზიანის დაანგარიშება, რის შემდგომაც, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში.
(NS)
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)