|
2018-07-09 20:33:33, 579 ნახვა
რეგიონი
სპეცტექნიკამ ჭუბერამდე მისასვლელი ახალი შემოვლითი გზა გაჭრა
ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. სპეცტექნიკამ დღეს სოფლამდე მისასვლელი ახალი შემოვლითი გზა გაჭრა. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, ამ გზით სოფელში მძიმე ტექნიკის შეყვანა გახდება შესაძელებლი. „ეს ალტერნატიული გზა, რომლითაც შესაძლებელია სოფელში მძიმე ტექნიკის შეყვანა. კარგად იცით, რომ მარცხენა სანაპიროზე ვერ შეგვყავს ამ წუთში მძიმე ტექნიკა და ეს გზა მოგვცემს საშუალებას, რომ შევიყვანოთ მძიმე ტექნიკა იმისთვის, რომ სასწრაფოდ დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება უჭირთ“, - განუცხადა სუბარმა „რუსთავი 2“-ს. შეგახსენებთ, 5 ივლისს, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების და გზების დაზიანება. წყალმა საცხოვრებელი სახლებიც დატბორა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)