2018-07-09 18:13:47, 1026 ნახვა
საზოგადოება
სეს-ი მოსახლეობას მოუწოდებს, პროდუქტების შეძენისას სიფრთხილე გამოიჩინონ
ზაფხულის ცხელ სეზონთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.
სეს-ი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ პროდუქტების შეძენისას სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინონ.
როგორც სეს-ის თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ ბასილაძე აცხადებს, მოსახლეობამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, დევს თუ არა პროდუქტი სამაცივრე განყოფილებაში.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია შემოწმდეს პროდუქტის გამოშვების თარიღი და მისი შენახვისთვის აუცილებელი ტემპერატურა.
ის მოსახლეობას მოუწოდებს, დარღვევის შემთხვევაში ცხელი ხაზზე: 15 01 დარეკონ.
ავტორი: ,