2018-07-09 12:42:52, 786 ნახვა
საზოგადოება
9 - 12 ივლისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს
9 - 12 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
სინოფტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 9 - 10 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +31, +36, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 - 12 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს, მთაში კი ისევ +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ +35, +40 გრადუსამდე დაცხება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 9 - 10 ივლისს +36, 11 ივლისს +38, 12 ივლისს +40 გრადუსია მოსალოდნელი.
ავტორი: ,