21:00 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-06 11:54:37, 609 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი პროექტ „ეკომონადირეს“ იწყებს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად, იწყებს ახალ პროექტს - „ეკომონადირე”, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის მიერ ქალაქ თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების აღწერას ონლაინ პლატფორმის - iNaturalist საშუალებით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც კონკურსის სახე ექნება, მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ბოტანიკური ბაღის მიერ მიცემული დავალებების შესრულებაში, რომელიც ყოველი თვის დასაწყისში გამოცხადდება „ფეისბუქის“ და iNaturalist პლატფორმის საშუალებით.

iNaturalist ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ პლატფორმაა ბუნების მოყვარულთათვის, რომლის საშუალებითაც ადამიანები სწავლობენ გარემომცველ ბიომრავალფეროვნებას და ერთმანეთს ცოდნასა და ინფორმაციას უზიარებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ პლატფორმას რამდენიმე ასეულობით ათასი მომხმარებელი ყავს, საქართველოს მოქალაქეები iNaturalist-ში მცენარეთა აღწერას პირველად შეუერთდებიან ასეთი ორგანიზებული ფორმით. დიდი იმედი მაქვს რომ საზოგადოების აქტიური ჩართულობით დიდძალი ინფორმაციის შეგროვებას შევძლებთ. ამ ეტაპზე პროექტი მოიცავს მხოლოდ თბილისისა და მისი შემოგარენის მცენარეთა მრავალფეროვნებას, თუმცა სამომავლოდ მასშტაბები აუცილებლად გაიზრდება. პროექტი ხელს შეუწყობს თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათი დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობის გააზრებას. პროექტის ფარგლებში საზოგადოებას შეეძლება წვლილი შეიტანონ თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესწავლაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტმა მიიღო კონკურსის სახე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით გვექნება აქტიური მონაწილეების გარკვეული პრიზებით წახალისების შესაძლებლობა“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.

პროექტის პრეზენტაცია, დღეს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართა, სადაც ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებმა საკონკურსო პირობებსა და მისი განვითარების ეტაპებზე ისაუბრეს.

პროექტი 7 ივლისს, 09:00 საათზე დაიწყება და 4 თვე გასტანს. მონაწილეობის მსურველები დეტალურ ინფორმაციას გაეცნობიან ეროვნული ბოტანიკური ბაღის ოფიციალურ ვებგვერდზე http://www.nbgg.ge/.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics