2018-07-06 10:54:49, 591 ნახვა
საზოგადოება
ჭუბერში სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი
სოფელ ჭუბერში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები
სტიქიის ზონაში მცხოვრები ყველა მოქალაქე არის უსაფრთხო ადგილზე და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შექმნილ სიტუაციას სრულად აკონტროლებს ყველა შესაბამისი სამსახური
ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა
სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სტიქიის ზონაში გაიგზავნა სამაშველო ჯგუფების დამატებითი შემადგენლობა - თბილისიდან, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებიდან
სოფელ ჭუბერში 150 მაშველი იმყოფება
ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხვადაგიანი
ავტორი: ,