21:02 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 20:59:24, 936 ნახვა

საზოგადოება
მაშველებმა ჭუბერში, მთაში ჩარჩენილი მოზარდი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

მაშველებმა სოფელ ჭუბერში, მთაში ჩარჩენილი მოზარდი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს.

არსებული ინფორამციით, მდინარე ნენსკრას ადიდების გამო, მთიდან ჩამოსვლა კიდევ რამდენიმე ადამიანმა ვერ შეძლო.

როგორც ადგილზე მყოფმა ლტოლვილთა და განსახლების მინსიტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, მთაში მყოფ 5 ადამიანთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ. მისივე თქმით, აღნიშნულმა პირებმა ტერიტორიის დატოვება არისურვეს, თუმცა მინისტრის განმარტებით, საფრთხის არსებობის შემთხვევაში მათი ევაკუაცია განხორციელდება.

ცნობისთვის, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები წაიღო და გზები დააზიანა, რის გამოც რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. გარდა ამისა, ჭუბერის თემის სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. სტიქიის შედეგად დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შესულა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics