03:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 14:48:47, 860 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ელიავას ბაზრობა კერძო საკუთრებაა და მისი გადატანა მეპატრონეებთან თანხმობის შედეგად მოხდება

„ელიავას ბაზრობა კერძო საკუთრებაა და ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კერძო საკუთრებას კანონდარღვევით არასდროს შევხებივართ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

დედაქალაქის მერის თქმით, ბაზრობის გადატანა მხოლოდ მეპატრონეებთან თანხმობის შედეგად მოხდება და თანხმობის შემთხვევაში, თბილისის მერია მზადაა, ალტერნატიული კეთილმოწყობილი ტერიტორია გამოყოს. 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მათთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.

„ელიავას ბაზრობა კერძო საკუთრებაა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კერძო საკუთრებას კანონდარღვევით არასდროს შევხებივართ და ვერავინ გაბედავს, რომ შეეხოს. ჩვენ გვექნება მეპატრონეებთან შეხვედრა. ბაზრობის გადატანა მხოლოდ მათი თანხმობის შედეგად მოხდება. მათი სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ, ახალი ტერიტორია გამოვყოთ, რომელიც კეთილმოწყობილი იქნება. ამ კონკრეტულ ადგილას კი, მწვანე სივრცეს შევქმნით. მეორე ალტერნატივა არის ის, რომ იმ სიმახინჯეების ნაცვლად, რაც ელიავას ბაზრობაზე არსებობს, ახალი, თანამედროვე, მულტიფუნქციური ცენტრი შეიქმნას, სადაც ადამიანებს პროდუქციის გაყიდვა შეეძლებათ. პირობები, რაც დღეს არსებობს, პირველ რიგში, იქ მომუშავე, ასევე, ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის და ზოგადად, ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

რაც შეეხება ალტერნატიულ ტერიტორიას, თბილისის მერის თქმით, მეპატრონეებთან  შეხვედრისას მოსაზრებების გაზიარება მოხდება და შესაბამისი  გადაწყვეტილებები ამის შემდეგ იქნება მიღებული.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics