11:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-04 18:53:40, 773 ნახვა

კომენტარი
ჩიხრაძე - უმაღლესი თანამდებობის პირები ქრებიან თანამდებობიდან ისე, რომ საზოგადოებას ღირსადაც არავინ არ თვლის, აუხსნას

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე აჭარის მთავრობის მეთაურის ზურაბ პატარაძის გადადგომას ეხმაურება და მმართველ გუნდს შესაბამისი ახსნა-განმარტებების გაკეთებისაკენ მოუწოდებს.

,,რატომ შეიძლება წასულიყო პატარიძე ამის თაობაზე ახსნა ჩვენ უნდა მოვისმინოთ ან  თავად ბატონი  პატარაძისგან, ან  მმართველი გუნდისგან და ეს ახსნა უნდა იყოს ძალიან მკაფიო. ბოლო პერიოდში, ვხედავთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები ქრებიან უცებ თანამდებობიდან ისე, რომ ქართულ საზოგადოებას ღირსადაც არავინ არ თვლის აუხსნას, არგუმენტაცია უთხრას, საქმის კურსში ჩააყენოს - რის გამო მიიღება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწვეტილებები. ჩვენ ვნახეთ პრემიერმინისტრის განცხადება გადადგომის თაობაზე და მისი წასვლა. დღეს ჩვენ ვხედავთ აჭარის ლიდერის გადადგომას და წასვლას, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ჩვენ და მთელ ქართულ საზოგადოებას არ მიუღია ნორმალური,  ჩამოყალიბებული არგუმენტაცია ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოებისთვის არ არის მისაღები  და გასაგები", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დღეს დატოვა. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციების შემდეგ მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics