|
2018-07-04 16:06:09, 1008 ნახვა
სამართალი
ზვიად კუპრავა სოფო კილაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა პროკურატურას მიმართავს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. საქმე ეხება საგამოძებო კომისიაზე კილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც კუპრავას ვილნიუსში ვიზიტს უკავშირდებოდა. კუპრავას აინტერესებს, საიდან აქვს დეპუტატს ეს ინფორმაცია. „სარალიძის საქმეზე შქმნილ საპარლამენტო კომისიაზე, კომისიის წევრმა სოფიო კილაძემ მითხრა, რომ რამოდენიმე კვირის წინ, მაშინ როდესაც იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია, მე ორი დღით წავედი ვილნიუსში. აღნიშნულის შესახებ მე არ განმიცხადებია საჯაროდ, არ გადამიღია ფოტოები და მითუმეტეს არაფერი მითქვამს სოფიო კილაძისთვის. შესაბამისად, საინტერესოა თუ საიდან ჰქონდა მას ეს ინფორმაცია?! მინდა შევახსენო ქალბატონ სოფოს, რომ საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ, უცხო ქვეყანაში თვალთვალი არის დანაშაული, ჯაშუშობა. მადლობა მას, გომელაურის და მისი უწყების დასმენისთვის. ხვალ, 11 საათზე შემაქვს განცხადება დიღომში თბილისის პროკურატურაში და მოვითხოვ გამოძიების დაწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით“, - წერს ზვიად კუპრავა.
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)