2018-07-04 11:49:46, 847 ნახვა
საზოგადოება
ტექნოპარკში FABTALKS-ის სტუმარი დავით ჩეჩელაშვილი იქნება
4 ივლისს, 19:00 საათზე ტექნოპარკში FABTALKS-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება თემაზე რა უნდა ვიცოდეთ Hardware წარმოებისთვის.
მოწვეული სტუმარია გამოცდილი ანტრეპრენიორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი - დავით ჩეჩელაშვილი, რომელსაც აქვს აშშ-ში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ ის იყო თანადამფუძნებელი ხუთი გლობალური სტარტაპის ხელოვნური ინტელექტის და იმერსიული ვიზუალიზაციის მიმართულებით. დავითი ასევე კითხულობს ლექციებს ინოვაციურ მეწარმეობაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სპიკერი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებს წარმოებაზე და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ის სტარტაპებს და დაინტერესებულ პირებს მისცემს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოახდინონ დიზაინის ოპტიმიზაცია ხელშესახები პროდუქტის შექმნისა და წარმოებისთვის.
(NS)
ავტორი: ,