|
2018-07-04 10:35:19, 591 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ თბილისის რაიონების გამგეობების მიერ მეორე კვარტალში შესრულებული სამუშაოები შეაჯამა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის, როგორც ცენტრალური აპარატისა და თბილისის რაიონების გამგეობების მიერ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შესრულებული სამუშაოები შეაჯამა. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამგებლებსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მეორე კვარტალში ბიუჯეტის შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებლები, ძირითადად კეთილმოწყობისა და გზების მოვლა-შეკეთების მიმართულებით ფიქსირდება. „შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესრულების მაჩვენებლები ძირითადად 100%-ს შეადგენს, რისთვისაც მინდა, გამგებლებსა და თქვენს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია ის ტემპი, რომელიც გვაქვს აღებული და ეს მეორე კვარტლის მონაცემებში უკვე იგრძნობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავჩერდეთ. მაგალითისთვის მოვიყვან სამგორის გამგეობის შესრულების მაჩვენებელს - პირველ კვარტალში, გზებისა და კეთილმოწყობის ნაწილში 10-20%-იანი შესრულება იყო. მას შემდეგ, რაც კონკრეტული ცვლილებები მოხდა და ახალი გამგებელი დაინიშნა, სამგორის რაიონის ორი კვარტლის შესრულების მაჩვენებელი გზების ნაწილში 99.97%-ს, ხოლო კეთილმოწყობის ნაწილში 99.96%-ს აღწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მეორე კვარტლის შესრულებამ პირველი კვარტლის მონაცემებს რადიკალურად გაუსწრო, რადგან ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. „ეს არის ზუსტად ისეთი ხარისხი, რომელიც ჩვენ დედაქალაქს, მოსახლეობას სჭირდება და მხოლოდ ასეთი მუშაობის შედეგად შევძლებთ, მივაღწიოთ იმ შედეგებს, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია და მხარი დაგვიჭირა. მადლობა მინდა ასევე, გადავუხადო მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს, ვინაიდან ძირითადი ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები სწორედ ამ საქალაქო სამსახურის მეშვეობით ხორციელდება, სადაც ასევე, ორი კვარტლის შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებელია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე განმარტებით, სამუშაოები გზების, საფეხმავლო ბილიკების, ეზოების, სპორტული მოედნების, სკვერების, დასასვენებელი პარკების, გზაგამყოფების კეთილმოწყობის, სანიაღვრე ქსელებისა და სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგების მიმართულებით შესრულდა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას მოხმარდება.
(NS)
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)