|
2018-07-03 19:57:45, 1096 ნახვა
სამართალი
„აქ მოსულები ვართ, რომ კითხვებს ვუპასუხოთ და არა შეურაცხყოფებს ვუსმინოთ“ - დაპირისპირება კომისიის სხდომაზე [ვიდეო]
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრ ელენე ხოშტარიასა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ შალვა ბედოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხოშტარია დაინტერესდა, ექნებოდა თუ არა კომისიას შესაძლებლობა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შემდეგ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიეღო. „ორი კვირის განმავლობაში, გადამწყვეტი ქმედებები გადამწყვეტი მოწმეების მიმართ, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენების მიმართ, გადამწყვეტი მტკიცებულებების მიმართ, როგორიც არის ტელეფონები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი კეთდებოდა ისე, რომ თქვენ ამას არ აფორმებდით ? ჩვენ არავინ არ ვიცით, ვერასდროს ვერ გავიგებთ და უბრალოდ სიტყვაზე უნდა გენდოთ თქვენ?“, - მიმართა ხოშტარიამ ბედოიძეს. ბედოიძემ განაცხადა, რომ გამოძიების შესახებ ინფორმაცია საქმის მასალებშია, თუმცა მას დეპუტატმა სიტყვა შეაწყვეტინა და კითხვა კიდევ ერთხელ დააზუსტა: „ჩვენ გეკითხებით იმაზე, რაც საქმის მასალებში არა არის, თქვენ გვპასუხობთ, რომ „ამას აკეთებთ ოპერატიულად“, იმას აღარ გეკითხებით რა ღონისძიებები გაატარეთ ოპერატიულად, რადგან ვერ გვპასუხობთ და ნუ მეჩრებით ლაპარაკში. მაიტერესებს, იმ პერიოდში რაც გაკეთდა, ინფორმაცია ვერ გვექნება?“, - მიმართა ხოშტარიამ ბედოიძეს. საპასუხოდ თბილისიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დეპუტატს კორექტულობისკენ მოუწოდა. „ცოტა კორექტული რომ იყოთ შეიძლება ქალბატონო ელენე? მე არავის არ ვეჩრები. შეურაცხყოფების მოყენება არ გვინდა. ჩაჩრა რა არის? ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ჩვენ აქ მოსულები ვართ, რომ კითხვაზე პასუხები გავცეთ და არა შეურაცხყოფებს ვუსმინოთ“, - განაცხადა შალვა ბედოიძემ და ხოშტარიას კითხვას უპასუხა: „ის ინფორმაცია, რომელიც მიღებული იქნა ჩვენს მიერ და რომელიც არის რეალიზებული, დევს საქმეში. რაც შეეხება ჩვენს ოპერატიულ მოღვაწეობას და საქმის განხორციელებას, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის განხილვაც ღია ეთერში არ ხდება“. ამის შემდეგ კამათი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას კომენტარს მოჰყვა, რომელმაც განაცხადა „პარლამენტის წევრმა უნდა იცოდეს, რომ ოპერატიულ ინფორმაციებს პირდაპირ ეთერში არ ვიღებთ“. ცნობისთვის, კომისიის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების - გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სხდომაზე მხოლოდ ფიფია და ბედოიძე მივიდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, სიგუამ სხდომაზე მისვლა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ვერ შეძლო.
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)