17:19 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 17:54:14, 619 ნახვა

საზოგადოება
ბუქარესტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ავიარეისი შესრულდა

რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანმა უნგრულმა ავიაკომპანია Wizz air-მა  რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი ავიარეისი შეასრულა.

ბუქარესტიდან ქუთაისის მიმართულებით შესრულებულ პირველ ავიარეისს აეროპორტში ტრადიციულად წყლის შადრევნით დახვდნენ. რეისის პირველ მგზავრებს აეროპორტში ქართული ღვინოები დაურიგდათ.

ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.

"დღეიდან დაიწყო ავიამიმოსვლა საქართველო-რუმინეთს შორის. ეს არის ორ ქვეყანას შორის, ჯერჯერობით ერთადერთი პირდაპირი მიმართულება. თუმცა აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 1 აგვისტოდან თბილისის აეროპორტში რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „TAROM”  შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით", - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობს ახალ ავიამიმართულებებზე. 15 ნოემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ევროპის კიდევ ერთი დედაქალაქის, ვენის მიმართულებით შესრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics