|
2018-07-03 17:03:37, 749 ნახვა
პოლიტიკა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი განიხილეს
პარლამენტი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავს. წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. ცვლილებათა პაკეტი დეპუტატებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარმოუდგინა. „ქვეყანას სჭირდება მოქნილი, ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღლი სტანდარტით და რომლებზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციონალური კონტროლი",- განაცხადა ნათია მიქელაძემ. საპარლამენტო მდივანმა სამთავრობო უწყებების შემდგომი გაერთიანება-ოპტიმიზაციისა და ფუნქციების გადანაწილების შესახებ ისაუბრა, რომელიც დაგეგმილი რეფორმის სწრაფად და ეეფქტიანად განხოციელებისა და ბიუროკრატიის შემცირების მიზნით არის შემოთავაზებული. საკითხის განხილვისას შენიშვნა გამოითქვა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს" დასახელებასთან დაკავშირებით. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის მიესალმება ასეთ გაერთიანებას, „თუმცა, ასეთი სახელწოდებით გამოდის, რომ ეს არის დევნილთა და მათი სოციალური დაცვის სამინისტრო. დევნილთა საკითხიც სოციალური პოლიტიკის ნაწილია, ისევე როგორც ყველა მიზნობრივი ჯგუფის. არ იქნება სწორი მათი ჩაშლა, რადგან მაშინ დასახელებაში უნდა აისახოს შშმ პირთა, დედათა და ბავშვთა, ხანდაზმულთა და სხვა ჯგუფებიც. მით უმეტეს, რომ აქ მხოლოდ სოციალურ ნაწილზეა აქცენტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ სამინისტროს დასახელება უნდა დარჩეს ის რაც იყო, ცალკე გამოყოფა არ არის სწორი", -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. კენჭისყრის შედეგად, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტს, აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)