|
2018-07-03 14:54:15, 699 ნახვა
საზოგადოება
„იყავი დაცული სანაპიროზე“ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს
საზღვაო სეზონის დადგომასთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე გახშირდა მოქალაქეების მიერ ზღვაში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს რჩევებით მიმართავს: საზღვაო სეზონი გართობასთან და დასვენებასთან ასოცირდება. ცურვა, მზის აბაზანების მიღება სასიამოვნო პროცესია, თუმცა ასეთ მომენტებშიც კი, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება აუცილებელია. "შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი - პირველი, რაც სანაპიროზე გასვლამდე უნდა გააკეთოთ, ეს ამინდის პროგნოზის შემოწმებაა. უნდა დარწმუნდეთ, რომ არ არის მოსალოდნელი, წვიმა, ქარი, შტორმი და სხვა ბუნებრივი კატასტროფები. ასე თქვენი სიცოცხლე უფრო დაცული იქნება. გაცურეთ იქ, სადაც მაშველები ახლოს არიან - ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ მაშველები სანაპიროს ყოველ წერტილში ვერ იდგებიან, ამიტომ ეცადეთ საცურაოდ აირჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც მაშველები პატრულირებენ. შეეკითხეთ მაშველს - არასდროს მოგერიდოთ მაშველისთვის კითხვის დასმა, ისინი ყოველთვის მზად არიან მოგაწოდონ ინფორმაცია ამინდზე და იმ ზონის უსაფრთხოებაზე, სადაც ცურვას აპირებთ. თან იქონიეთ სამაშველო ატრიბუტიკა - თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი ცურვის ტექნიკაში, ეცადეთ შორს არ გახვიდეთ, გასვლის შემთხვევაში კი, აუცილებლად გამოიყენეთ სამაშველო ჟილეტი ან რგოლი. დააკვირდით სანაპიროზე, სამაშველო კოშკურაზე არსებულ ნიშნებს: წითელი ალამი - თუ ზღვის სანაპიროზე წითელ ალმას შენიშნავთ, ეს ნიშნავს რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. თეთრი ალამი - თეთრი ალმის შემთხვევაში ზღვაში ცურვა ნებადართულია ტივტივა - ტივტივა ზღვაში არსებული გამაფრთხილებელი ნიშანია, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში ცურვა უსაფრთხო არ არის ბანერები - სანაპიროებზე შეხვდებით ბანერებს, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე ზღვაში შესვლა ნებადართული არ არის. და ბოლოს, გაცურე მეგობართან ერთად - მოერიდოთ ზღვაში მარტო შესვლას, ყოველთვის ეცადეთ სანაპიროზე მეგობართან ერთად გახვიდეთ, ან უბრალოდ, ხალხმრავალი სანაპიროები შეარჩიოთ.", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციაში.
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)