|
2018-07-02 12:28:09, 658 ნახვა
სამართალი
ბესელია: კომისიას შეუძლია შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს და არა პირის მიმართ დევნის
„ძალიან მიკვირს, რომ ერთი კვალიფიციური იურისტი არ აღმოჩნდა, რომელიც სწორად მოახდენდა რეკომენდაციის ფორმულირებას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, კანონის თანახმად, კომისიას შეუძლია, შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს და არა პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის. „სისხლის სამართებრივი დევნის დაწყება არის მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის დისკრეცია და პირის მიმართ დევნის განხორციელება. ასე საკითხის დასმა სამართლებრივი შეცდომაა, თუ სხვა რამ არა. კომისიას რა თქმა უნდა ექნება რეკომენდაციები, ექნება გარკვეული ფორმა რეაგირების, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მტკიცებულებები შეჯერების შემდეგ. მე მაქვს ორი ძალიან კრიტიკული პოზიცია - ერთი, რომ რეკომენდაციები დასაწყისში არ გაიცემა და პასუხისმგებლობის მატარებელი კომისია რეკომენდაციებს გასცემს ბოლოს, როდესაც ის აჯამებს მასალებს. დასაწყისში რეკომენდაციებით დაწყება ნიშნავს ზედაპირულობას და მე ამას არ მივესალმები. მეორე- ჩვენ რეგლამენტში და კანონში გვიწერია, რომ კომისიას შეუძლია გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს. გამოძიების დაწყების და პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნა სხვადასხვა რამეა. პირის მიმართ დევნის დაწყების უფლება არ აქვს პოლიტიკურ ორგანოს და არც მის საგამოძიებო კომისიას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. „ევროპული საქართველოს“ ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას გ.მ. სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიების ჩატარებას უკავშირდება, ხოლო მეორე - საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)