|
2018-06-29 13:20:44, 659 ნახვა
სამართალი
ზაზა სარალიძე პოლიციაში გამოკითხვაზე მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზვიად კუპრავასთან ერთად მივიდა
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოკითხვაზე მივიდა. სარალიძესთან ერთად ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზვიად კუპრავაც იმყოფებიან. სარალიძე 6 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხება, რა დროსაც მასთან ერთად მყოფი ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს. კუპრავას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 366-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. თავად ზვიად კუპრავა ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. „ნუ ექნება ივანიშვილს ილუზია, რომ ჩემი ციხეში გამომწყვდევით ან თუნდაც სადმე გამომწყვდევით ამ პროცესებს შეაჩერებს. სადაც არ უნდა ვიყოთ - თუ ეს იქნება ციხეში, ციხიდან ჩამოვშლით ამ სისტემას, ვიქნებით თქვენთან ეთერში, ეთერიდან ჩამოვშლით ამ სისტემას, ვიდგებით რუსთაველზე, რუსთაველიდან ჩამოვშლით ამ სისტემას, ჩვენი იარაღი არის სიმართლე, რომელიც ჩვენ გაგავაჩნია, რაც არ აქვს ხელისუფლებას ჩვენგან განსხვავებით და იმიტომ მარცხდება ყოვლედღიურ რეჟიმში. ის რომ მე დღეს მსგავსი აბსურდული ბრალი წამიყენეს, ეს კიდევ ერთი აღიარებაა შინაგან საქმეთა სამინისტროსი და სახელმწიფო უწყებების, რომ არაერთი ბრძოლა წააგეს“, -განაცხადა ზვიად კუპავამ. რაც შეეხება სარალიძეს, ის აცხადებს, რომ სასადილოში ზვიად კუპრავას არავითარი კანონი არ დაურღვევია. „სასადილოს ინციდენტთან დაკავშირებით, რასაც ზვიად კუპრავას ედავებიან არის აბსურდი და სისულელე. ძალიან ბევრი დეტალია იქ რაც პირიქით, ამათ საწინააღმდეგოდ მეტყველებს. მაინტერესებს რა კითხვებს დამისვამენ. სიმართლე გითხრათ, რა უნდა ვისაუბრო ისიც არ ვიცი, რადგან იქ არაფერი მომხდარა სამართალსაწინააღმდეგო“- აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)