16:04 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 12:36:02, 709 ნახვა

სამართალი
ადვოკატი ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს

სასამართლო ირაკლი ნოზაძის დაჭრისთვის დაკავებული თამთა ჯანჯღავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი.

ბრალდებულის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ჯანჯღავას გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ბრალდებულს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეეფარდოს.

„არ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან არ არსებობს მისი მიმალვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ან განაჩენის აღსრულების სახით“, -  განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ირაკლი ნოზაძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვალი ჰქონდა 250 ლარის ოდენობით და სწორედ ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი.

ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. როგორც პროკურორმა თამარ მისაბიშვილმა აღნიშა, პატიმრობის გამოყენების ყველა საფუძველი არსებობს. 

შეგახსენებთ, ირაკლი ნოზაძეს თავს ორი დღის წინ,  წერეთლის გამზირზე დაესხნენ. მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.  თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი გოგო გაადაკვეს. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ჯანჯღავა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „პიკასოს“ მოკვლა არ სურდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics