|
2018-06-28 18:58:23, 1161 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩიქოვანმა თსუ-ში ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია გახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია გახსნა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის" (G4G)-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტების 100-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა - მათ მთავრობის, ენერგეტიკული ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია ენერგეტიკის სფეროს ინოვაციების, საინტერესო ტექნოლოგიებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ. „ენერგეტიკის ახალგაზრდულ კონფერეციის" მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის და ამ სექტორში არსებული პერსპექტივების გაცნობა სტუდენტებისთვის. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს (საქართველოს სახელმიწფო ენერგეოსისტემა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სადისტრიბუციო კომპანია, ელექტროენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი კომპანიები) და უშუალოდ მათგან მიეღოთ ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში არსებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ. „ენერგეტიკის დარგები საკმაოდ დიდი ტემპით ვითარდება, გვაქვს გამოწვევები და მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა ჩართული იყოს მაქსიმალურად, გაიზარდონ პროფესიონალურად, მიიღონ შესაბამისი განათლება, რომელიც ადეკვატური იქნება მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევებისთვის, მათ შორის განახლებადი ენერგიების, სუფთა ენერგიების, ახალი ბაზრების, ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით", - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და მთავარ პრიორიტეტებზე. გიორგი ჩიქოვანის განცხადებით: „ppp ფარგლებში იქნება ახალი კანონი შემოსული რომელიც ითვალისწინებს ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო ვალდებულებებს და ჩართვას. განახლებად ენერგიებში ახალი არ გამოგვიგონია მსოფლიოში მიღებული სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ ეს იქნება ჰიდრო, მზე, ქარი, ბიომასა და ასე შემდეგ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ახალ ბაზარზე გვექნება ახალი მექანიზმი". კონფერენციის ფარგლებში ენერგეტიკული პროგრამის მქონე უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით სადისკუსიო პანელის გაიმართა, სადაც სტუდენტებმა დარგის სპეციალისტებთან ერთად განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც მათ წინაშე დგას ენერგოსექტორში დასაქმების თავლსაზრისით.
(NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)