|
2018-06-28 16:42:38, 1292 ნახვა
პოლიტიკა
გაერთიანებული სამინისტროების ახალი სახელწოდებები ცნობილია
მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს დღეს წარედგინება. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებათა პაკეტში 150 კანონპროექტია თავმოყრილი. მიქელაძემ ასევე გაერთიანების შემდეგ, სამინისტროების ახალ სახელწოდებებზე ისაუბრა: „სასჯელაღსრულების სამინისტრო გაერთიანდება იუსტიციის სამინისტროში და სახელწოდება იუსტიციის სამინისტრო დარჩება უცვლელი. რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს, ის ერთიანდება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში და მისი სახელწოდება იქნება - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და საციალური დაცვის სამინისტრო. განათლების სამინისტროს უერთდება სპორტისა და კულტურის სამინისტრო, შესაბამისად, მისი სახელწოდება იქნება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ. შეგახსენებთ, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)