15:03 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 10:15:21, 648 ნახვა

სამართალი
„გირჩის“ ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

გირჩის წევრი, ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსი ნიკა ობოლაძე საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს ობოლაძეს კანაფის შეძენა-შენახვას ედავებოდა. საქმე მოსამართლე ნინო ყანჩაველმა განიხილა.

გირჩი მიიჩნევს, რომ ბრალდების მსგავსად, სასამართლოს გადაწყვეტილებაც აბსურდული და დაუსაბუთებელია.

"2 მაისს, დაახლოებით, 17:00 საათისთვის, გირჩის ყოფილი ოფისის წინ (ქავთარაძის ქუჩაზე), კრიმინალური პოლიციის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა თანამშრომლებმა უხეში ფიზიკური მოქმედებებით სცადეს დაეკავებინათ მოქალაქე, რომელიც საკუთარი სამსახურის ოფისში შედიოდა. ამ ინციდენტში გირჩის წარმომადგენლები ჩაერივნენ, რომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმპოლის თანამშრომლებმა მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მოდულის წინ) გადაიყვანეს, სადაც მათივე თქმით, მოქალაქე განაცხადებდა, რომ უარს აცხადებს ნარკოლოგიურში გადაყვანაზე და გამოუშვებდნენ. სინამდვილეში კი ის, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს.

განყოფილებაში შეიყვანეს ობოლაძეც, რომელსაც ხელში კანაფის ძირიანი ქოთანი ეკავა. გირჩის წარმომადგენლებმა ქოთანი დემონსტრაციულად მიიტანეს პოლიციის განყოფილებასთან, რითიც განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს დასჯიდნენ, ისინიც უნდა დაეკავებინათ.

აღსანიშნავია, რომ ობოლაძის დაკავებამდე ქოთანი გირჩის თითქმის ყველა წევრს ეკავა ხელში რიგრიგობით. ობოლაძე მოწმის სტატუსით დაკითხეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა დღეს პოლიციის განყოფილებაში მისულ ნიკა ობოლაძეს განუცხადეს, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა, რადგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულ ქოთანში მცირე რაოდენობით კანაფი იყო", -ნათქვამია ინფორმაციააში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics