11:36 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 12:07:35, 986 ნახვა

პოლიტიკა
ასტანაში კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტყეების ლანდშაფტების აღდგენის საკითხებზე იმსჯელეს

ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში გამართულ მინისტერიალზე კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტყეების ლანდშაფტების აღდგენის საკითხებზე  მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს.

საქართველოს დელეგაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდა. გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძე.

ტყის ლანდშაფტების აღდგენის ვალდებულება საქართველოს საერთაშორისო დონეზე აქვს აღებული. მინისტერიალის მრგვალი მაგიდის შეხვედრის მონაწილეებმა  ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა: ტყის ლანდშაფტების აღდგენა და მასთან დაკავშირებული ეროვნული და რეგიონული გამოცდილება, ტყის აღდგენის დაფინანსება.

შეხვედრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხილვა წარმოადგენდა და მას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. სოლომონ პავლიაშვილმა, გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება 2030 წლისთვის 1500 ჰა-ზე მოახდინოს ტყის გაშენებას და დამატებით 7 500 ჰა ტყის ფართობზე ხელს შეუწყობს ბუნებრივ განახლებას, ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენის მიზნით. 
მონაწილე მხარეთა მიერ მოწონებულ იქნა რეზოლუციის პროექტი, რომელიც გულისხმობს: 2030 წლისათვის ქვეყნებში დეგრადირებული მიწების გამოვლენას, მათ აღდგენასა და გატყიანებაზე მუშაობას; ტყის ლანდშაფტების აღდგენისათვის ეროვნული პოტენციალის შეფასებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სოლომონ პავლიაშვილი პერსონალურად შეხვდა ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN), გლობალური ბუნებისდაცვითი გადაწყვეტილებების ჯგუფის დირექტორს ბატონ სტიუარტ მაგინნისს და სხვა წარმომადგენლებს.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics