11:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 20:20:16, 953 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ თურქ კოლეგას არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

საუბარი შეეხო რეგიონულ პროექტებს და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

თურქეთის პრემიერმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics