15:03 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 19:55:40, 1047 ნახვა

სამართალი
მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ბრალდებით ორი პირი დააკავა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი - 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.  

გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჯ.-მ მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ირაკლი ნოზაძეს. თ.ჯ. შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.  

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და  დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics