|
2018-06-26 17:51:05, 1074 ნახვა
სამხედრო
ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია გამოფენა EUROSATORY-ზე წარადგინეს
საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენა EUROSATORY-ზე სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია. 11-15 ივნისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო გამოფენა „ევროსატორი 2018, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თავდაცვითი მრეწველობის 1800 ზე მეტმა კომპანიამ მსოფლიოს 63 ქვეყნიდან. გამოფენას 227 ოფიციალური დელეგაცია, ჯამში 58 ათასამდე ვიზიტორი დაესწრო. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ" გამოფენაზე წარმოადგინა ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები, ქართულმა სამხედრო პროდუქციამ დამთვალიერებლის და ოფიციალური წარმომადგენლობების დიდი ყურადღება მიიქცია. დელტას გენერალურ დირექტორთან უჩა ძოძუაშვილთან ჩაიწერა ინტერვიუები ისეთი წამყვანი სამხედრო-ანალიტიკური სააგენტოების მიერ, როგორიცაა Army Recognition World Defense & Security News და Army Guide. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია უხმაურო ნაღმმტყორცნმა GNM-60, მოდიფიცირებულმა ჯავშანტრანსპორტიორმა დიდგორმა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)