01:17 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 11:07:24, 472 ნახვა

რეგიონი
სამეგრელოს რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს და თემატური ბროშურები გადასცეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მცენარეთა დაცვის, ციტრუსის და დაფნის მოვლა-მოყვანის და ვეტერინარიის საკითხებზე ადგილობრივებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. სპეციალისტებმა ერთი კვირის განმავლობაში  აბაშის, ზუგდიდის, სენაკის და ხობის 18 სოფელი მოიარეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან მიმდინარეობს და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.  პროექტის მიზანი ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა, მათთვის სახელმწიფო პროგრამების გაცნობა და კონსულტაციების გაწევაა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics