|
2018-06-25 17:23:47, 1020 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა ADB-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ალტერნატიულმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ დოუსონმა დღეს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ტაკეჰიკო ნაკაოს საქართველოში პირველი ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ თბილისში გამართული შეხვედრები, ხელს შეუწყობს ADB-სთან თანამშრომლობა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე. როგორც ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის ფონზე, აზიის განვითარების ბანკი განიხილავს შესაძლებლობას, გააფართოოს თავისი პორტფელი საქართველოში, რითაც შესაძლებელი იქნება, დაფინანსდეს უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, გაიზარდოს აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა განათლების სფეროს რეფორმირების პროცესში. შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა ბანკის მონაწილეობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის პროექტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დღეს, გაიხსნა ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთი, რომელიც სწორედ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსდებით აშენდა და რომელიც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მოძრაობისა და ტურიზმის განვითარებას რეგიონში. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარდაჭერას უწევს ისეთი პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებაში, როგორიცაა ენერგეტიკა, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა, რაც მიზნად ისახავს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. უმნიშვნელოვანესია, ასევე, ADB-ის ჩართულობა მთავრობის ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. კერძოდ, აზიის განვითარების ბანკი მონაწილეობს ისეთი რეფორმების განხორციელების პროცესში, როგორიცაა კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმა, საჯარო-კერძო თანამშრომლობა. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა (საინვესტიციო, კერძო სექტორი და ტექნიკური დახმარებები) შეადგენს, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.
(NS)
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)