08:20 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 16:14:33, 1009 ნახვა

კომენტარი
ინაშვილი - სამარცხვინოა, რომ მწამებელი ბოკერია დღეს ზის და საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მკვლელობის საქმეს იძიებს

„ჩვენ შემოტანილი გვაქვს პარლამენტში რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მიეცეს 2004-2012 წლებში სააკაშვილი-ბოკერიას მმართველობას, თუ რა ტიპის მმართველობასთან გვქონდა საქმე“, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ის რაც პარლამენტში ხდება, მარაზმია“.

ამასთან, ინაშვილმა საგამოძიებო კომისიის წევრ გიგა ბოკერიას „მწამებელი“ უწოდა.

„მინდა ეხლავე გთხოვოთ, გამოიჩინოთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ყურადღებით მიუდგეთ ამ რეზოლუციის საკითხს. მე მიმაჩნია, რომ ის რაც ხდება საქართველოს პარლამენტში, ეს არის აბსოლუტურად მარაზმი, კონკრეტულად ამ საგამოძიებო კომისიის უმრავლესობას ვგულისხმობ. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ ქართველი ხალხისთვის, რაც იქ ხდება. მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს. ბოკერიაზე ვამბობ პირდაპირ, რომელსაც ცოცხალი სულხან მოლაშვილი ხელს ადგებდა, რომ უშუალოდ ბოკერიამ აწამა. ჩვენი რეზოლუცია სწორედ ამ საქმეებით  არის დახუნძლული. პარლამენტს 2016 წლის 10 ივნისს მიღებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება. ეს დადგენილება თან დაერთვება ჩვენს რეზოლუციას. ამ დადგენილებაში დადასტურებულია წამების, არაადამიანიური მოპყრობის, ღირსების შელახვის არაერთი შემზარავი ფაქტი, რაც მხარდაჭერილი და აღიარებულია ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. სამარცხვინოა უბრალოდ, რომ მწამებელი ბოკერია დღეს ზის და ასე თავხედურად ამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, იძიებს მკვლელობის საქმეს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ყველამ ერთად ეს მარაზმი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურორ ზვიად ფხაკაძის და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics